შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge სადაც სიტყვა ცოცხლობს
ჩანაწერი Laravel

როცა ყველაფერი კარგავს მნიშვნელობას

ირუ აუდო 5 წლის წინ
როცა ყველაფერი კარგავს მნიშვნელობას,
უნდა მიშვილო და
უნდა მიშველო და
უნდა გამიცოცხლო,
ღმერთო, ის შენობა,
სადაც ჩავიკეტეთ მე და უშენობა.

თორემ დამეკარგე,
თორემ დავიცალე.
...
კიდევ ცოტაც უნდა გავუძლო,
კიდევ ცოტაც უნდა გავუძლო,
კიდევ ცოტაც უნდა გავუძლო,
სადაცაა უნდა მაუწყონ,
სადაცაა უნდა მეშველოს,
სადაცაა სულთა ეშელონს
უნდა შევხვდე
სადაც ცაა.

სადაც სწამთ იმის,
რაც ვერ გავიგე,
რაც ვერ მოვირგე.
სადაც არწივიც
გზას ვერ გაიგნებს,
არ შლის ორბი ფრთებს.

2020
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →