შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

ჩემს საათს არა აქვს ისრები

ირუ აუდო 6 წლის წინ
* * *
ჩემს საათს არა აქვს ისრები
და დამაქვს, საათი უისრო.
ის დროა, ძვირფასო, ისევ ის,
ხომ ხვდები, რა დროსაც ვგულისხმობ?!

ჩემს დღეებს არა აქვთ რიცხვები,
მივყვები მე დღეებს ურიცხვოს.
არასდროს არ დამავიწყდები,
ხომ იცი, აქ რასაც ვგულისხმობ?!
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →