შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge იკითხე · დაწერე · გააზიარე
ჩანაწერი Laravel

გზები არ არის

ირუ აუდო 6 წლის წინ
* * *
გზები არ არის,
ყველა გზა დაწვეს,
ზოგიც მე თვითონ მოვიჭერი და
ახლა მისველებს მოღრუბლულ ღაწვებს
წვიმა,
რომელიც მოდის ჭერიდან.

ვერ შევაკეთე ბებერი ქოხი,
მარტოობას კი ეყოფა ესეც.
ოხერი ქარი ხესავით მოხრის
ზოგჯერ
და ამ დროს
ფიცრები კვნესენ,

ბაბუაჩემის ტოლი ფიცრები.
არ შემივლია ოდნავაც ხელი.
იქ,
ზემოთ
ბრალს რომ დამიმტკიცებენ,
მომეკითხება ცოდვა, დარცხვენილს.

...
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →