შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

მე კარგად ვარ

ჩუმი პოეტი 2 წლის წინ
ასეთი დღეებიც არსებობს, გგონია
საღამომდე ვერ მიაღწევ
ღამეებიც არსებობს, - გგონია
დილამდე ვერ მიაღწევ
და ვითომც არაფერი, აგრძელებ
თითქოს ყველაფერი იმისთვის
ხდება, რომ ისწავლო, როგორ
თქვა: "კარგად ვარ,"
არ დაიჯეროთ, ადამიანებო
არცერთი "როგორ ხარ,"
არ დაიჯეროთ არცერთი
"კარგად."
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →