შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge სადაც სიტყვა ცოცხლობს
ჩანაწერი Laravel

ამონაკვნესი

ბედო ტიალავ, აბა რათ, რათ შემომიჩნდი ჭირათა? არ გამალაღე არ იქნა,

ცრემლი მარგუნე წილათა. რა ხანი გემუდარები, არც თუ ჩამაგდე

ჩირათა, ჭაბუკი წელში მომღუნე, გადამაქციე მწირათა. მითხარ: რა მოგცე

- მომშორდე, თავს რათ მადგეხარ გზირათა?! ჰაუ, ტიალავ, სოფელო,

ერთხელ მამღერე ტკბილათა!
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →