შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge სადაც სიტყვა ცოცხლობს
ჩანაწერი Laravel

გავჩუმდე?!

გავჩუმდე?! თითქო ხელთა მქონდეს მე ჩემი გული, განა თქვენ ძალგიძთ

დაამშვიდოთ ზღვა აღგზნებული?! მე დროს შვილი ვარ, მან გამზარდა

თვის მთრთოლვარ მკერდზე და ახლა თითებს ვათამაშებ მისსავ

სიმებზე. მე დროს შვილი ვარ, გამიტარა მან გულს ისარი, და ისარითვე

პასუხს აძლევს მას ჩემი ქნარი! მე დროს შვილი ვარ, მან მაწოვა შხამისამსალა,

და აღვსებული აწ ფიალა გადმოიცალა! მე დროს შვილი ვარ,

მაგრამ ურჩი ჩემი მშობლისა, დავგმობ მე მასში რაც ღირსია კრულვაგმობისა! გავჩუმდე?!

თითქოს ხელთა მქონდეს მე ჩემი გული, განა თქვენ

ძალგიძთ დაამშვიდოთ ზღვა აღგზნებული?!
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →