შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ჟურნალი, რომელიც კითხვისას იზრდება
ჩანაწერი Laravel

მე ვარ სიცოცხლის მძვინვარე ხარი..

მე ვარ სიცოცხლის მძვინვარე ხარი,
შენ ჩემი დღენის ტორეადორი,
როცა სიცოცხლეს ისე შევხარბდი,
რომ გულარძნილი შიგ ვმძუნაობდი.
ახლა რა დამრჩეს მიწის თხრილს გარეთ,
ყველა ხვრელები თიხით ავლესე,
ჩემი დაისი მიჰგავდეს ზრახვებს,
ფიქრის ავ დემონს როგორც დავსესხე.
გულსაკლავ დღეებს შემხვდები ისევ,
შენა ხარ მონა, მე ვარ ბატონი,
ჩემი ცხოვრების დღენს ისე მისდევ,
როგორც ხარს გულღრძო ტორეადორი!
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →