ჩანაწერი
Laravel
მე ზეცის მხარეს მიყვარდა წოლა
მე ზეცის მხარეს მიყვარდა წოლა,
ღრუბლები თეთრად მირჩევდნენ სიზმრებს,
ბავშვობა ახლა დამირჩა შორად
და მივეძალე უმართავ ფიქრებს..
ყველა სირთულის, ხელისგულს ლოდად
მიდევს ცხოვრების მრუში სიმძიმე,
ყველა ზღაპარი მგონია ბოდვა,
ყველა სიზმარი ჩუმი სიბილწე.
დღეს ზეცის მხარეს აღარ დავწექი
და თეთრ ღრუბლებსაც ზურგი ვაქციე,
ღამის უხილავ ძალებს დავნებდი
და კარნავალზე ველი მაქციებს..
ღრუბლები თეთრად მირჩევდნენ სიზმრებს,
ბავშვობა ახლა დამირჩა შორად
და მივეძალე უმართავ ფიქრებს..
ყველა სირთულის, ხელისგულს ლოდად
მიდევს ცხოვრების მრუში სიმძიმე,
ყველა ზღაპარი მგონია ბოდვა,
ყველა სიზმარი ჩუმი სიბილწე.
დღეს ზეცის მხარეს აღარ დავწექი
და თეთრ ღრუბლებსაც ზურგი ვაქციე,
ღამის უხილავ ძალებს დავნებდი
და კარნავალზე ველი მაქციებს..
Laravel
კომენტარი
0