შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge სადაც სიტყვა ცოცხლობს
ჩანაწერი Laravel

ზოგჯერ შენ ტოვებ

ზოგჯერ შენ ტოვებ შენს ძველ საცხოვრისს
და სახლთან ერთად ძველ მოგონებებს,
თითქოს ბავშვობას ემშვიდობები,
ან სიყვარულის ცრუ მოლოდინებს.
სადღაც გველივით ტოვებ შენს სიბრძნეს,
ქვაზე გათხრილ ხვრელს რომ ვეღარ ავსებ,
პეშვში მოამწყვდევ მოსულ სიბერეს
და გეგონება რომ ზეცად ახველ..
შენს სახლის ქვეშ რომ ერთი ქვა არის,
შენი სულია იმ ქვის ქვეშ მტვერი,
მიტოვებული სახლი იტირებს
და დაბრუნებით ვეღარ უშველი..
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →