შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ჟურნალი, რომელიც კითხვისას იზრდება
ჩანაწერი Laravel

Memento Mori !

უკვდავებაზე უფრო თავნება
არ განმიცდია სხვა აზრი ორი,
მარადისობა მე სულ თან მდევდა
და თვითმკვლელობა, - Memento Mori!

პოეტისათვის დევნილ ცხოვრებით
ჩემს უკვდავებას მუდამ ებრძოდით,
მარადისობას მაინც არ ვთმობდი
და თვითმკვლელობას, - Memento Mori!

დასაბამითგან ამაზე მეტი
არ არსებობდა სხვა აზრი თმობის,
მარადისობა - პოეტთა ხვედრი
და თვითმკვლელობა, - Memento Mori!
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →