შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

დღესაც სხეულის გარეთ გავდივარ

დღესაც სხეულის გარეთ გავდივარ
და ქუჩის მტვრიან ჰაერს ვიყნოსავ,
ჩემი სარკის წინ, სულის ღამიდან
მთვარით ანარეკლ სხივებს ვიმოსავ.
სადღაც, სიცოცხლის იქით, სულისპირს,
ახალ სხეულებს ბადებს არსება,
ზეცის სიღრმიდან უცხო სურვილით
ღვთის საიდუმლო გასცეს ქალებმა..
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →