შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge იკითხე · დაწერე · გააზიარე
ჩანაწერი Laravel

სადმე პოეტური იქნებ სტრიქონია

სადმე პოეტური იქნებ სტრიქონია,
ლექსებს შორის არის ჩუმად მინავლული,
სულის სივრცეებთან სრული სინქრონია,
ინტონაციაა, თითქოს მილანური..

ვნებებს შორის არის დრამა ბუნებრივი,
დღეს აპრილის მზეც თურმე ჰორმონია,
მირბის ჩემი ფიქრი შორით უნებლივი,
თითქოს დაჰკარგვია სრული ჰარმონია..

სულის სივრცეებთან სრული სინქრონია,
ინტონაციაა, თითქოს მილანური,
გზის პირს მოსდებია ბახის სიმფონიად
ლურჯი პრელუდია სულ მთლად ფინალური..
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →