შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ჟურნალი, რომელიც კითხვისას იზრდება
ჩანაწერი Laravel

მტვრიან ქარს ვსუნთქავ

მტვრიან ქარს ვსუნთქავ, -
ჰაერი ამიკრძალეს,
ფილტვები დამეშლება მალე,
რაღაც ბაქტერია სხეულს შემოუჩნდა,
ვსვამ ვადაგასულ წამლებს.
ფეხზე ვერ დგებიან ჩუმი ფიქრები და
საწოლს გათანგული წვანან,
ტვინის უჯრედები ნელ-ნელა კვდებიან,
ვიცი, რომ თქვენგან მალე წავალ.
სხეულს მოსდებია სენი, უნკურნებელ
გრძნობებს რა ვუშველო ახლა,
ვეღარ შევიკავებ ვნებებს მავნებელს,
თან რომ არითმია ახლავს..
რაღაც ბაქტერია სხეულს შემოუჩნდა,
ვასმევ ვადაგასულ წამლებს,
ჩემი ავადმყოფი ფილტვი უნკურნოა,
სუნთქავს თქვენზე ბინძურ ჰაერს..

22.10.20.
#ირმა #ონაშვილი
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →