შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

შენი დატანჯული სიყვარული

შენი დატანჯული სიყვარული
მიაქვს ქარსა და ვნებას..
იცი, მარტო ხარ მალულ ბრძოლაში,
მაგრამ ვერავის უმჟღავნებ ქვეყნად,
თუ რაოდენი ტანჯვაა შენში
და ან რამდენი სივრცე და ღელვა,
თუ რა შორია ბავშვობა შენი
და რომ დაღლილი მოხვალ შენ ჩემთან..
მაგრამ, მარტო ხარ მალულ ბრძოლაში
და ვერც ვერავის უმჟღავნებ ქვეყნად..
შენი დატანჯული სიყვარული
მიაქვს ქარსა და ვნებას.......
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →