შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

ქალები არიანადან

თმას ძირში იკვეცენ, ჰაერში ფანტავენ
ტყვიების პასუხად, კოცონზე დაწვამდე,
ქალები რომლებიც ჰიჯაბში დამალეს,
ერთხელაც ადგნენ და იყვირეს ხმამაღლა:
სიკვდილი ჯაზია!
სიკვდილი ჯაზია!
სიკვდილი ჯაზია!
სიკვდილი ჯაზია!
როდესაც უმიზეზოდ წყდება პულსაცია
ხანდახან მაჯაზე...
არადა სიცოცხლე ისეთი ახლოა,
მაგრამ თუ თავის უფალი წაართვეს
და რისიც სჯეროდათ უბრალოდ მახეა,
ქალები თმას იჭრიან, თმას აღარ მალავენ...
სიკვდილი ჯაზია!
სიკვდილი ჯაზია!
სიკვდილი ჯაზია!
სიკვდილი ჯაზია!
ჩამქრალი შავი ნაღვერდლები უკვე თუ
ცეცხლივით ანთია...
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →