შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ჟურნალი, რომელიც კითხვისას იზრდება
ჩანაწერი Laravel

ბეკეკო და წვიმა

წვიმა მოდის, კაპი–კუპი,
ხტიან კართან, ბაკი–ბუკი,
ბეკეკინა პაკი-პუკით,
დაჭყაპუნობს და თან უკვირს,

როგორ უცებ შეიღება
მისი თეთრი ფეხუცები,
გაიფიქრა, ჭუჭყიანი
ვიღას გავეკეკლუცები?

გაჯავრდება ალბათ დედაც,
თუ კაბასაც დავასველებ,
მაგრამ რავქნა ცელქი წვიმა,
ერთი წუთით არ მასვენებს.

ბევრი აღარ უფიქრია,
მოირბინა მთელი ბაღი
მხიარული კუნტრუშით და
მერე მიეძინა დაღლილს.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →