შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

ცელქი ლეკვი

ჩვენ რომ ლეკვი გვაჩუქეს
გულთეთრი და მსუქანა,
სულყველაფერს აფუჭებს,
არ აშინებს მუქარა.

გუშინ დედას სარეცხი
"ჩამოუხსნა" თოკიდან,
თავის სახლში დამალა,
რასაც კბილი მოკიდა.

მერე ფეხსაცმელებიც
დაუღეჭა მამიკოს,
ყეფითა და სირბილით
ეზო-კარი აიკლო.

გავუბრაზდით და მაინც
აპარტყუნა ყურები,
უყვარს კუდის ქიცინი
თან ფანჯრიდან ყურება.

რა ქნას თუკი ცელქია,
სახლში ყველას აჯავრებს,
მაინც გვიყვარს ძალიან,
ამიტომაც არ ჯავრობს.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →