შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ჟურნალი, რომელიც კითხვისას იზრდება
ჩანაწერი Laravel

ოცდა...

თოვლი, სიცივე,
დარდი
გათავდა დრო და ჟამი.
მარადღამეა თოვა.
მარადჟამ მარადსევდა.

ცოდვამ დაფარა ზეცა
მგელი ცხვრის ფარას მწყემსავს.
სიძვა, მრუშობა, ფარსი.
ურცხვობა გომორელთა.
ისმის გმინვა და კვნესა
მუცლადმოწყვეტილ ბავშვის.
მენტორი ქოუჩერი,
ცოდნას ზნეობას აშლის.

იწროს ვარჩიეთ ფართო
ძმად გავიხადეთ მტერი,
ხსნას ჯოჯოხეთში ელის,
ტრენინგავლილი ერი.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →