შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

ორთაჭალის ტურფა

ტილოს ავიღებ,დაგხატავ.
თეთრი ბისონის მრჩეველმან,
მე გაპატიე ცოდვები,
ვით მეძავს ნაზარეველმან.
მე გაპატიე ცოდვები
არა,მე ღმერთი არა ვარ,
მეც როგორც ერთი მოკვდავი
აქედან იქით გადავალ,
მაგრამ თეთრებით შეგმოსე,
რომ შენი ტკივილო გავიყო,
თუ გინდა შავი მიწა და
თუ გინდა შენი ცა ვიყო.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →