ჩანაწერი
Laravel
საქართველოდან
მოვიდა მარტი ჭერმის ფოთლები აყვავდა ისევ
და მთაში ალბათ ნუში სიოს ისევ ნავარდობს
ეჰ ჰურაიდა ორაიდა ნანასა მტერო
მე კავკასი ვარ შთამომავალი ვახტანგ მეფისა
და თუ გსმენიათ ქალბატონი მეფე თამარი
ან თუ გსმენიათ საქართველო ოჰ "იბერია"
ოჰ ეს აჭარა,სამეგრელო,თუშეთი,ფშავი
ოჰ თუ გსმენიათ საქართველო კვლავ ნათელია
კვლავ ნათელია ის კახური ვაზის ნაწნავი,
ოფლად ნაკრეფი ისტორია ატმების რტოზე
იცოდეთ ხალხო საქართველო ეს დაისია,
ზღვის ცივ ტალღებში ჩამავალი უძირო ფსკერზე
ალბათ დადგება უსათუო ნორჩი აგვისტო
გამოვიღვიძებთ აფხაზეთში დედის კალთაზე
ეჰ ჰურაიდა ორაიდა ნანასა მტერო
მინდა ერთხელაც სამშობლოსთვის ომში დავეცე
და მთაში ალბათ ნუში სიოს ისევ ნავარდობს
ეჰ ჰურაიდა ორაიდა ნანასა მტერო
მე კავკასი ვარ შთამომავალი ვახტანგ მეფისა
და თუ გსმენიათ ქალბატონი მეფე თამარი
ან თუ გსმენიათ საქართველო ოჰ "იბერია"
ოჰ ეს აჭარა,სამეგრელო,თუშეთი,ფშავი
ოჰ თუ გსმენიათ საქართველო კვლავ ნათელია
კვლავ ნათელია ის კახური ვაზის ნაწნავი,
ოფლად ნაკრეფი ისტორია ატმების რტოზე
იცოდეთ ხალხო საქართველო ეს დაისია,
ზღვის ცივ ტალღებში ჩამავალი უძირო ფსკერზე
ალბათ დადგება უსათუო ნორჩი აგვისტო
გამოვიღვიძებთ აფხაზეთში დედის კალთაზე
ეჰ ჰურაიდა ორაიდა ნანასა მტერო
მინდა ერთხელაც სამშობლოსთვის ომში დავეცე
Laravel
კომენტარი
0