შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

სიჩუმის ხმაური

ციკლი ''ალეფი''

XXI

ისევ ხმაურობს შენი სიჩუმე
ბავშვობა ლაღი, ნაირისარი,
ახლა სიწმინდე ჰქრის სიბინძურედ
როგორც ცხოვრება_ სხვისი სიზმარი.

უსასრულდება ის რაც ყოფილა
რაც გადიკარგა წამთა ღელვაში
შენი ცხოვრება_ ეს არც ყოფილა
მაინც იმწუხრებს დავიწყებაში...

რაღაც სასრულის დავიწყებაში
დაიფარები მსუბუქ ბინდებით,
მაგრამ ოდესღაც მოხვალ სიტყვებად
მაგრამ ოდესღაც შენც დაბრუნდები.

მრავალთა გზათა უიმედობას,
უსახურებას შენაფარდები,
შენც დაბრუნდები უსაზღვროებად,
სიცარიელის ცისფერ ვარდებით.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →