შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge სადაც სიტყვა ცოცხლობს
ჩანაწერი Laravel

შესაქმე

ციკლი ''ალეფი''

XVIII

დაჰქროდა მწუხრი და მოჩვენება
შენგან ნაჩუქარ მზიან ღამეში
მე დავინახე საშინელება
შენი თვალების სივარსკვლავეში.

ასალკლდევებდა დროს ყვავილები
და სინანულის ლურჯი ზმანება
გზა იშლებოდა, ოქროს ფილები,
ქარიშხლის წამი, არ დანანება

იქ სადაც შენ იდგა ტაძარი,
მტანჯავდა რისხვის შემოჩვენება,
რადგან ტაძარშიც, მზის დანაკრძალი
მე დავინახე საშინელება!

მახსოვს სითეთრის მწველი თაღები
შენი მდუმარე გამოთხოვება,
სწრაფვა სიკვდილით გადანაღები,
შურისძიება, არ მოტევება.

და დაბადება ჩვენი თვალების
შენს ანარეკლად და შენს ჩვენებად.
ასე შეიქმნა ეს ყველაფერი
პირველად იყო საშინელება!
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →