ჩანაწერი
Laravel
განშორება
ციკლი ''ალეფი''
XIII
აღარ არსებობს!_ ო’ არსებობა
მისი არსების იქცა ამაოდ,
მშვენება იგი, აღარ გეთმობა,
დღითი დღე უნდა დაასამარო!
რაღაც ახალით ცა დამშვენდება,
სხვა მოვა ფიქრით უფრო საამო,
და ვიცი, ვიცი კვლავ გათენდება
გამოღადრული ყელით საღამო.
არ ისმის სუნთქვა, ხეთა რტოების,
განშორებაა! _ ისევ ინატრებ
და ასე მუდამ განმარტოებით,
შემოასკდება ხმელეთს სინათლე.
შემდეგ იქნება ნისლის ფერდობი,
ვით ვარსკვლავების აკაშკაშება
და სიბერემდე გადაბერდები
შენ, შემოდგომის შემოლანდებავ!
XIII
აღარ არსებობს!_ ო’ არსებობა
მისი არსების იქცა ამაოდ,
მშვენება იგი, აღარ გეთმობა,
დღითი დღე უნდა დაასამარო!
რაღაც ახალით ცა დამშვენდება,
სხვა მოვა ფიქრით უფრო საამო,
და ვიცი, ვიცი კვლავ გათენდება
გამოღადრული ყელით საღამო.
არ ისმის სუნთქვა, ხეთა რტოების,
განშორებაა! _ ისევ ინატრებ
და ასე მუდამ განმარტოებით,
შემოასკდება ხმელეთს სინათლე.
შემდეგ იქნება ნისლის ფერდობი,
ვით ვარსკვლავების აკაშკაშება
და სიბერემდე გადაბერდები
შენ, შემოდგომის შემოლანდებავ!
Laravel
კომენტარი
1