შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

უცხო სამეფო

ციკლი ''ალეფი''

VIII

ვიდრე ელვარებს ფერდობზე ალვა,
გახსოვდეს თასი ჩემგან მოწვდილი
სად მხიარული არის დაკრძალვა
და სევდიანი მიჰქრის ქორწილი.

ვგრძნობ დასასრული უკვე დასრულდა
და დასაწყისის ჰქრიან წამები
გადასხვაფერდა დრო გარდასულთა
ვარსკვლავიანი ცის წამწამებით.

სიტურფეს მარადს, ვარსკვლავს ზეახალს,
წასვლია ფერი, კრთომით დაფერილს
ის ოცნებობდა, ელტვოდა ახალს
ვიდრე შეიქმნა ეს ყველაფერი.

სხვა სამეფოა გრძნობის აკრძალვა,
ვით უპოვარი ხელგამოწვდილი,
სად მხიარული არის დაკრძალვა
და სევდიანი მიჰქრის ქორწილი.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →