შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge სადაც სიტყვა ცოცხლობს
ჩანაწერი Laravel

თეთრი სიკვდილი

ციკლი ''ალეფი''


VII

ის თეთრი იყო, როგორც ყოველთვის
და თითქოს თოვდა სულში იებად
გადაიკაზმა მისით შორეთი
მხიარულ დღეთა შურისძიებად.

ის იეიტსის ჰგავდა ფერიებს,
რაღაც წარმტაცი მასშიც ღვიოდა
ახლაც ვიგონებ იმ ფეერიებს,
რომელიც მწუხრში გადადიოდა.

მე მას ვუამბე როგორ დანაცრდა,
ის რაც გვიყვარდა შუქით ვედრების
და საზღვრულობას როგორ გადაცდა
ყველა ოცნება და იმედები

როგორ გაიყო გზა, ჩვენს შორისად
როგორ დამთავრდი ჩემში სრულიად,
როგორ გვხიბლავდა მზე უშორესი...
რომ ყოველივე დაკარგულია!

ის კი ისმენდა, ოქროს მძივებით
გადაეკაზმა შენი ფერება,
უჩინარობდა წყება წვიმების
მათ გაიტაცეს მშვენიერება.

და დარჩა დარდის დაფნარ–საფარი,
ეს ბედი კარგო შენი ბედია,
ასე დასრულდა თეთრი ზღაპარი,
ვით მხიარული ეს ტრაგედია.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →