შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

ლუვინა

ციკლი ''ალეფი''

VI

სევდის მხარე, მისწვდომიათ ცრემლი თვალებს,
განუწყვეტელ ჰქრის ფიქრივით ქარიშხალი,
პროცესია მიისწრაფვის ნაცნობ მხარეს
ქარიშხალი!


ვერ გააღწევს კრთომა შენი მისთა ბჭეთგან,
არვინ არის მის შუკებზედ მიმავალი
ცის საუფლო ვარსკვლავებით მოიჭედა,
არვინ არის!

რად იგონებ, რად იგონებ სევდის მხარეს,
იმ უდაბნოს უუვრცელეს სივალალეს,
იქ არავინ, იქ არავინ შეიყვარებს
ცისფერ თვალებს.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →