შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ჟურნალი, რომელიც კითხვისას იზრდება
ჩანაწერი Laravel

წამიერება

ციკლი ''ალეფი''

V

სდიოდა ცრემლი, უარმყოფელი
მრავალთა ხმებით თრთოდა გულისთქმა,
მე კი მესმოდა მზერით ყოველი,
ის რაც წარმოთქვა და არც წარმოთქვა.

ვით მოლოდინის საღამოები,
სული უფსკრულზე მიმოდიოდა
როს უიმედოდ სავსე დროები,
თითქოს დიოდა და არც დიოდა.

მთვარით შობილი და მარტოსული,
მყოფობა მისი არვის უხარდა,
უუტურფესი სევდის ასული,
თითქოს უყვარდათ და არც უყვარდათ.

და უსახური ეს განშორება
სიკვდილის ალით გადაიცეცხლა
გაჰქრა ხანმოკლე მისი ცხოვრება,
თითქოს იცოცხლა და არც იცოცხლა.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →