შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

აღსასრული

ციკლი ''ალეფი''

IV

რარიგ ცივდები გზავ უნუგეშო,
არაფერია კრთომის მთოველი,
ძველ იმედებით მოქარბუქესო
სულო, ბინდდება ირგვლივ ყოველი.

დაიწყო ათვლა შენი დღეების
და შენი სახეც უფრო ბერდება,
გაჰქრნენ სინათლის სასახლეები
და აღარასდროს გაგითენდება

განქარდა ეშხის მცირე ალებიც
სად ძველ მომავლის სხვა წარსულია,
გამოგონება შენი თვალების,
უსასრულობის აღსასრულია.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →