შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ჟურნალი, რომელიც კითხვისას იზრდება
ჩანაწერი Laravel

სწრაფვა

II

მოისწრაფვოდი მაგრამ განედის
ვერ გადმოლახე ნისლოვანედი

და სწრაფვით რაღაც ფანტასტიურით
გადაარღვიე რკალი ციური.

გადაიარე დღენი მწკრივობის,
ვით მიდამონი არსად მკვრივობის

და უანკარეს დღეთ დამშვიდებით
არასდროს გითქვამს წრფელად: ‘’მშვიდობით’’.

არსად ყოფილა კრთომათ ჩვენება,
არსად უკუსვლა და მოსვენება.

მოისწრაფვოდი ნათლის სხივივით
არა წუხილით და არც ჩივილით

და მაინც, მაინც ვერ მოახლოვდი
იქ, სადაც ერთ ჟამს სულში სახლობდი.
Laravel

კომენტარი

1
გრიგოლ ხანძთელი ტანმოვარჯიშე დონე 1 · ახალბედა 10 თვის წინ
dzalian didi motivacia mqonda cxovrebashi am leqsis wakitxvamde
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →