შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ჟურნალი, რომელიც კითხვისას იზრდება
ჩანაწერი Laravel

გახსენება

ციკლიდან ‘’ალეფი’’.

I
თეთრი დღეების ჰქრიან ქარები
უოცნებობის კრთიან ლანდებად,
იცდიან გზები გაუვალები
და სადმე მაინც გამახსენდება

მზერა უმწიკვლო, მზეთა მხილების
დრო მილილული გრძნობათ ტბორებად
და საუკუნით გადაღლილები
შენი ხელები უწვდომ ხსომებად.

ო’ ასე იცის დღემ განშორების
და სიყვარულის ზვირთთა ზღვრულობამ,
ვიცი გაირბენს მზესთან სწორებით,
ჩვენს შორის მთელი უსასრულობა...
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →