შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
ჩანაწერი Laravel

იყო და არა იყო რა

იყო ღამე, იყო მთვარე,
გიტარა და ღვინო,
სიყვარულზე გიმღეროდიჩემო თვალისჩინო.
იყო ვნება, ნეტარება,
და სიმთვრალე გრძნობის,ნელა ცარიელდებოდა
ღვინით სავსე დოქი
იყო მდელო ყვავილებითნანგრევები ტაძრის,
ჩუმად გეალერსებოდი,
უალერსოდ მწვავდი.
იყო ნატვრა ერთადერთი:არ გათენდეს ნეტავ!
ანათებდა სიკაშკაშე
შენთა თვალთა ფერთა.
იყო ღამე, იყო მთვარე,
სიყვარულიც თითქოს,
არაფერი არ ყოფილა,
ყველაფერი იყო.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →