შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
ჩანაწერი Laravel

უჟმური დღე

დილიდან ვზივარ ფხიზელი,
ვაი, ჩემს პატრონს უბედურს!
როგორ გავუძლო მითხარით,
ამდენ უვიცს და უკეთურს?
ვზივარ და ვფიქრობ არაყზე,
ტანში მაჟრჟოლებს საამოდ,
კვლავ უკუნეთმა მოიცვა
ჩემი თბილისის საღამო.
ვეცნობი გალაკტიონის
და ესენინის ცხოვრებას,
ვიცი დღეს ნანახ-განცდილი,
ხვალ აღარ მემახსოვრება.
ფეხზე მკიდია შიფერის
და კროუფორდის ფიგურა,
ვსვამ, რადგან ფხიზელი თვალით თქვენ ჩემმა მტერმა გიყურათ.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →