შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge სადაც სიტყვა ცოცხლობს
ჩანაწერი Laravel

კეთილშობილნო

გადამთიელებო, გაღმაწყლიელებო,
Მპყრობელნო ქართული მთების,
Სტუმრად რომ გვეწვით, სახლში დაბრუნებას,
Რატომ და როგორ ვერ ხვდებით?!!?....

Ჰარაბნო, ჰინდუსნო, რუსნო და ხოხოლნო,
ოსმალნო, ჩინელნო,
ფრიად კეთილშობილნო.

Სტუმარი ღვთისაა, ღვთის წყალობაა,
ქართველმა ეს იცის კარგად,
Welcome to Грузия, our друзья,
აქედან ნურასდროს წახვალთ!

Ჩრდილო-სამხრელნო,
აღმო-დასავლელნო,
გაუსაღებელის ჩვენთან მსაღებელნო,
Საოცნებონო, სანატრელონო, უკეთილშობილესნო.
2026.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →