ჩანაწერი
Laravel
თფილისის ვიწრო ქუჩები მიყვარს
თფილისის ვიწრო ქუჩები მიყვარს,
ჩემი ქალაქის ქუჩები ძველი,
ქუჩები, სადაც არღნის ტირილზე
მუხამბაზს მღერის ყარაჩოხელი.
თფილისის ვიწრო ქუჩები მიყვარს,
მათი სიმშვიდე, მათი ხმაური,
ქუჩები სადაც დავიდარაბა,
მთავრდება ლხინის აურზაურით.
თფილისის ვიწრო ქუჩები მიყვარს,
სადაც არ არის ავტო და მოტო,
მე ამ ქუჩების ტკივილით ვსუნთქავ და მ ქუჩების ტკივილით ვცოცხლობ.
თფილისის ვიწრო ქუჩები მიყვარს,
სოსო პაპასი, კვაჭიჭო ძიას,
ძია ბუბასი, ძია გუჯასი,
მე ეს ქუჩები მწყურია, მშია.
თფილისის ვიწრო ქუჩები მიყვარს,
მანადგურებენ ცათამბჯენები,
ჩემო ქალაქო რა დააშავე,
რატომ გერჩიან გადაშენებით?
2023.
ჩემი ქალაქის ქუჩები ძველი,
ქუჩები, სადაც არღნის ტირილზე
მუხამბაზს მღერის ყარაჩოხელი.
თფილისის ვიწრო ქუჩები მიყვარს,
მათი სიმშვიდე, მათი ხმაური,
ქუჩები სადაც დავიდარაბა,
მთავრდება ლხინის აურზაურით.
თფილისის ვიწრო ქუჩები მიყვარს,
სადაც არ არის ავტო და მოტო,
მე ამ ქუჩების ტკივილით ვსუნთქავ და მ ქუჩების ტკივილით ვცოცხლობ.
თფილისის ვიწრო ქუჩები მიყვარს,
სოსო პაპასი, კვაჭიჭო ძიას,
ძია ბუბასი, ძია გუჯასი,
მე ეს ქუჩები მწყურია, მშია.
თფილისის ვიწრო ქუჩები მიყვარს,
მანადგურებენ ცათამბჯენები,
ჩემო ქალაქო რა დააშავე,
რატომ გერჩიან გადაშენებით?
2023.
Laravel
კომენტარი
0