შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge სადაც სიტყვა ცოცხლობს
ჩანაწერი Laravel

მ ა კ ა ს

მზის უწინამც სანახავო,
სადარებო მთვარისა,
ვარსკვლავებთან მონავარდევ
გათენებავ ღამისა.
ბარად მთიდან ჩამოსულო
ქალავ ირმის ტანისა,
ღმერთს მადლობა,
შენი კოცნა და ალერსი მაღირსა.
შენთან ყოფნის ნეტარებამ
როგორ გამახალისა,
ჩემი სულის ფორიაქო
და სინათლევ თვალისა.
შენით ვცოცხლობ,
შენთვის ვცოცხლობ,
შენ მითენებ დილას,
ყველაფრისთვის ჩემო ყველავ
დიდ მადლობას გწირავ.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →