შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge იკითხე · დაწერე · გააზიარე
ჩანაწერი Laravel

უკვე

უკვე იმდენჯერ მატკინეს გული
თავს რომ არ ვიკლავ სასტიკად მიკვირს,არ მაქვს ღვინის და თამბაქოს ფული
იდიოტებთან ცხოვრება მიჭირს.
უკვე იმდენი წელი დავკარგე
უაზრო საქმის ფუჭი კეთებით,
მინდა რომ მტკვარში
თავით გადავხტე
ჯოჯოხეთური სულისკვეთებით.
ჩემზე ისეთი დაყარეს ჭორი,
ვისმენ და თმები ყალყზე მიდგება,
გაივლის კვირა ერთი ან ორი
და ვიცი ესეც დამავიწყდება.
ოცდათვრამეტი განვლიე წელი,
სევდის, ტკივილის და სიყვარულის
თუმცა არასდროს მითქვამს უფლისთვის
არც სამდურავი, არც საყვედური...
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →