შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

ლოცვა

სანთელს ავანთებ...
და მუხლმოდრეკით დავდგები ხატთან,
ლოცვას წარმოვთქვამ,
უფალს შევთხოვ ჩემს ბედისწერას,
რომ შემიწყალოს და შემეწიოს...
შემინდოს... რაც რამ,
ცოდვა მიქმნია,
ვუმონებივარ სხვადასხვა ვნებას.
ღმერთო,
კეთილი ნება მიწინამძღვრე
ამას გულით გთხოვ...
ტკბილი სიტყვა და ნუგეშისცემა
რომ მქონდეს საგზლად,
ამ წუთისოფელს
ვიდრე ვსტუმრობ, ვიდრე ვარსებობ,
ნუ მომაკლებ:
იმ რწმენას, სიყვარულს...
რაც გულით დამაქვს.

ცრემლი მომმადლე სინანულის...
მწუხრის მაშორე...
მე სანთლით ხელში...
სიცოცხლისთვის მადლობას გწირავ...
უფალო...შეგთხოვ და გავედრებ
ჩემს ბედისწერას...
და დაიფარე ყველა ის ვინც - ძალიან
მიყვარს...
2019
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →