შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

ერთი ჩვეულებრივი გოგო ვარ

ერთი ჩვეულებრივი გოგო ვარ,
და არა "ძვირფასი", არც "ისეთი",
ვარდი ხომ ყვავილთა მეფე არის,
მაგრამ მე კი მიყვარს - ნარცისები.
ერთი ჩვეულებრივი გოგო ვარ,
სულ რომ მახატია ღიმილები,
ვარდები სხვადასხვა ფერისაა,
თუმცა მირჩევნია - გვირილები.
ერთი ჩვეულებრივი გოგო ვარ,
და მე მუდამ ასეთი ვიქნები,
ვარდები ხომ სურნელოვანია,
მაგრამ თავბრუს მახვევს მე - ტიტები.
დიდხანს ვერ ცოცხლობენ მოწყვეტიდან,
მალე იწყენენ და თან ჭკნებიან,
ერთი "ჩემებური" სამყარო მაქვს,
სადაც სულ არასდროს არ კვდებიან.
27.01.2019
Laravel

კომენტარი

1
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →