შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge იკითხე · დაწერე · გააზიარე
ჩანაწერი Laravel

ბროწეულები

ბროწეულები....
ისე როგორც სამკაულები,
ისე უხდება ამ სამყაროს:
როგორც თეთრ კაბას -
ალისფერი ძოწეულები.
სულ სიყვარულით...
სულ სილამაზით...
სულ სიფაქიზით...
სულ აღზევებით მოწეულები.
ღიმილიანი ბროწეულები.....
24.01.2019
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →