ჩანაწერი
Laravel
ისევ დაღამდა უშენოდ
ისევ დაღამდა უშენოდ,
ისევ დაეშვა ფარდები,
იმ ოცნებებზე, ფიქრებზე-
"რომ მე შენ შეგიყვარდები."
ნეტავ იცოდე, რამდენჯერ
მინდოდა მეთქვა: მჭირდები!
მსურდა მეყვირა ხმამაღლა:
-მე დიდ სიყვარულს გპირდები!!!
მაგრამ არვიცი რას ფიქრობ,
გულში და სულში რა ხდება,
სიმშვიდეს აღარ დაგიფრთხობ,
არც არაფერი მოხდება.
ასე ვიქნებით ჩვენ ჩუმად,
ერთმანეთს გავერიდებით,
და ამ ცხოვრებას ნელ-ნელა
ცალ-ცალკე ჩავეჭიდებით.
......და მაინც როცა თენდება,
ისევ იმედი იღვიძებს,
როცა ახალი დღე დგება,
კვლავ ოცნებისკენ მიბიძგებს.
თუმცა დაღამდა უშენოდ......
2018
ისევ დაეშვა ფარდები,
იმ ოცნებებზე, ფიქრებზე-
"რომ მე შენ შეგიყვარდები."
ნეტავ იცოდე, რამდენჯერ
მინდოდა მეთქვა: მჭირდები!
მსურდა მეყვირა ხმამაღლა:
-მე დიდ სიყვარულს გპირდები!!!
მაგრამ არვიცი რას ფიქრობ,
გულში და სულში რა ხდება,
სიმშვიდეს აღარ დაგიფრთხობ,
არც არაფერი მოხდება.
ასე ვიქნებით ჩვენ ჩუმად,
ერთმანეთს გავერიდებით,
და ამ ცხოვრებას ნელ-ნელა
ცალ-ცალკე ჩავეჭიდებით.
......და მაინც როცა თენდება,
ისევ იმედი იღვიძებს,
როცა ახალი დღე დგება,
კვლავ ოცნებისკენ მიბიძგებს.
თუმცა დაღამდა უშენოდ......
2018
Laravel
კომენტარი
0