შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge სადაც სიტყვა ცოცხლობს
ჩანაწერი Laravel

თუ...

თუ შენს ფეხებთან ფოთოლი გაჩნდა,
გთხოვ, არ გათელო - გულია ჩემი.

თუ შენს მხრებზე ფანტელმა ითოვა,
გთხოვ, არ დაბერტყო - ფიქრია ჩემი.

თუ შენს გარშემო ქარი იქროლებს,
გთხოვ, არ გაუწყრე - ლანდია ჩემი.

თუ შენს თვალებში წვიმად იწვიმებს,
არ შეიმშრალო - ცრემლია ჩემი.

თუ შენს ბაგეზე სიტკბოს შეიგრძნობ,
არ მოიშორო - კოცნაა ჩემი.

და... თუ შენს ირგვლივ იფრენს თოლია,
მოიხიბლები... აედევნები...
აგიფრინდება - ცამდე შორია?
ეს მონატრება იქნება ჩემი.
2007
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →