შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

სულ ერთი წვეთი

წვეთი სიყვარული
წვეთი ერთგულება
წვეთი ნუგეში და
წვეთი ყურადღება...
მხოლოდ ამას ვითხოვ
ადამიანისგან.
თუკი შემეშალა
თუკი ვაწყენინე
ხელს ნუ კი მკრავს და
მისგან ნუ გამრიყავს...
წვეთი პატიება
წვეთი მოთმინება
უნდა შეგვეძლოს ჩვენ
ერთმანეთისათვის.
სხვანაირად აბა...
სხვანაირად როგორ?
უფლისგან ნასესხებ
ამ სიცოცხლისათვის.

2021
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →