შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

თვალებს ნუ მარიდებ

თვალებს ნუ მარიდებ,
ხელები გაშალე!
გამანდე ეგ შენი
მტანჯველი ფიქრები.
მე ხომ უპირობოდ
შენამდე მოვედი,
არაფერს არ ვითხოვ,
მითხარი: - "მჭირდები."
და გული გამიხსენ
ამოთქვი რაც გიჭირს,
შენთან ვარ...მოგისმენ...
გაგიგებ...დაგიხსნი...
მომენდე, მიხმე და
ყოველთვის შენთან ვარ,
ყოველთვის მოვალ და
ყოველთვის დაგიცდი.
ასე ამ ყველაფერს
უბრალოდ ვერ გეტყვი,
ლექსად თუ დაგიწერ,
ლექსად თუ აგიხსნი,
არვიცი აქამდე
ამ შენს უთქმელობას,
რატომ ვითმენ და
ასე რად განვიცდი.

31.08.2020
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →