ჩანაწერი
Laravel
შენ თუ ჩემთან არ იქნები
შენ თუ ჩემთან არ იქნები,
ლექსებს ვეღარ დავწერ შენზე,
პალიტრიდან გამქრალი ფერები,
უმარილო ნახატებით, მერე?
შენი არსებობა მათბობს,
მუზებს მიცოცხლებს და მავსებს,
მინდა ყველა ლექსში იყო
და ყველა ნახატში ჩანდე.
მინდა ჩემს თვალებში ენთო,
გულში იგიზგიზო მარად,
მინდა არ ჩამიქრე, კარგო...
მინდა არ დაგვერღვას კარმა.
ხედავ, რამდენ რამედ ღირხარ?
როგორ ძვირფასი ხარ ჩემთვის?
როგორ დამაკლდება ბევრი,
შენ თუ ჩემთან არ იქნები.
2020
ლექსებს ვეღარ დავწერ შენზე,
პალიტრიდან გამქრალი ფერები,
უმარილო ნახატებით, მერე?
შენი არსებობა მათბობს,
მუზებს მიცოცხლებს და მავსებს,
მინდა ყველა ლექსში იყო
და ყველა ნახატში ჩანდე.
მინდა ჩემს თვალებში ენთო,
გულში იგიზგიზო მარად,
მინდა არ ჩამიქრე, კარგო...
მინდა არ დაგვერღვას კარმა.
ხედავ, რამდენ რამედ ღირხარ?
როგორ ძვირფასი ხარ ჩემთვის?
როგორ დამაკლდება ბევრი,
შენ თუ ჩემთან არ იქნები.
2020
Laravel
კომენტარი
0