შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
ჩანაწერი Laravel

ამ საღამოს

რაღაც ამ საღამოს ცა არის უფერო...
ამინდი შენსავით უტყვი და უჩვევი,
ერთ დროს ცასავით თვალები უძირო,
და მჭიდროდ მოკუმული ეს შენი ტუჩები...
ვითარცა ღრუბლები...საავდროდ მზადაა,
შენს ბაგეს აწყდება უთქმელი სიტყვები,
სახეს მარიდებ და თვალებში ღამეა,
ღამეა ტკივილის...და მერე რამდენის.
ნეტა რომ მოვიდე, თვალებში ჩაგხედო,
ჩემს მზერას კვლავ მოსჭრის სილურჯე თვალების?
თუ ისევ სიტყვები იქნება უპირო,
არაფრის მთქმელი და არაფრის დამტევი...
და თუკი შენ მთხოვ რომ
წავიდე, გაგშორდე,
თან მეტყვი ლოდინი ქალებს რომ არ შვენით,
რას ვიზამთ ქალები ზოგჯერ ვართ სუსტები, და უფრო სუსტებიც...ისე რომ ვერ ვხვდებით.
მინდა წასვლის წინ თვალებში ჩამხედო,
და გითხრა აქამდე, რაც ვეღარ გითხარი...
და მერე გავქრები, თვალსაც ვერ მომაწვდენ შენ ჩათვლი რომ იყო, უბრალოდ სიზმარი.
2019
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →