ჩანაწერი
Laravel
ზღვის სანაპიროზე
მე წავალ მოლბერტით,
ზღვის სანაპიროზე...
ტილოზე დავხატავ ცას, მთას...
ზღვას - შენს თვალისფერს.
თუ მოხვალ - ნუ მკითხავ,
რად ვხატავ ცას და ზღვას,
ნახატი უკლებლივ
გიამბობს ყველაფერს.
მიხვდები მე რატომ
არ მინდა ვინმე სხვა,
შენამდე ვინც იყო...
ხსენებაც არა მაქვს...
ნახატი გიამბობს,
რომ ყოველ ადგილზე,
ტილოზე ხატიხარ:
ცად, ზღვად, მთად...
ყველა(ფრად)...ათას(ფრად)...
თუ მოხვალ, მივხვდები
ლოდინად მიღირდი,
უთქმელად გავიგებ:
რომ უკვე ჩემთან ხარ...
ნეტავ შენ რომ იყო
ჩემსავით მხატვარი
ჩემს თვალისფრად...
სულ მწვანედ...მორთავდი?
ცას, ზღვას, მთას???
2019
ზღვის სანაპიროზე...
ტილოზე დავხატავ ცას, მთას...
ზღვას - შენს თვალისფერს.
თუ მოხვალ - ნუ მკითხავ,
რად ვხატავ ცას და ზღვას,
ნახატი უკლებლივ
გიამბობს ყველაფერს.
მიხვდები მე რატომ
არ მინდა ვინმე სხვა,
შენამდე ვინც იყო...
ხსენებაც არა მაქვს...
ნახატი გიამბობს,
რომ ყოველ ადგილზე,
ტილოზე ხატიხარ:
ცად, ზღვად, მთად...
ყველა(ფრად)...ათას(ფრად)...
თუ მოხვალ, მივხვდები
ლოდინად მიღირდი,
უთქმელად გავიგებ:
რომ უკვე ჩემთან ხარ...
ნეტავ შენ რომ იყო
ჩემსავით მხატვარი
ჩემს თვალისფრად...
სულ მწვანედ...მორთავდი?
ცას, ზღვას, მთას???
2019
Laravel
კომენტარი
0