შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

ამ მადლიან სულის ჭაპანს...

Ioane111 10 თვის წინ
ამ მადლიან სულის ჭაპანს
მარადიულ მუდმივ ბრძოლას
სისხლით ნაჭედ წინაპართა
ქრისტიანულ ზნეს და მორალს

უხსოვარი ჟამთა დენის
ამ საბადოს სურათ-ხატთა
და იობის ჭირთა თმენით
ძღვენად ჩვენდა დღეს მონატანს

არ უწყიან, დასცინიან
რამაც გვკვება, რამაც გვშობა
აგინებენ ტრადიციას
და საკუთარ წარმოშობას

ვეღარ წვდება გონი ლოგოსს
პრაგმატიზმა რომ აღზარდა
ყველდგან ხედავს "ოიდიპოსს"
საკუთარი თავის გარდა

-რატომ ქვია დედას დედა?
-ან კაცს რად აქვს კაცის განცდა?...
ჩვენი თავი იქცა ღმერთად
ჩვენში ღმერთი არ განკაცდა..

ვინც არ იცის ფასი ვაზის
მისტერია როგორც რთველი
ღვინის სისხლად გარდასახვის
ფსიქიური საფუძველი.

მასპინძელის დიადემა
(რაც გულისხმობს ვაჟას რისკებს)
ასე სტუმრით იბადება
ქართველ ერში თავად ქრისტე

ასე შედგა, ასე გაძლო
რადგან სული მისთვის ხსნაა
საქართველო როგორც სასძლო
სამუდამოდ ღმერთს შეერწყა..
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →