შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge სადაც სიტყვა ცოცხლობს
ჩანაწერი Laravel

ადრეც ვწერდი

ადრეც ვწერდი, ადრეც მითქვამს,
ასჯერ ლექსიც გამირითმავს,
სიტყვით ვარდიც დამიკრიფავს,
მზიანი გზა გავლილი მაქვს,
უმზეოდაც გაწვთრნილი ვარ,
სიტყვით მოველ, სიტყვით წავალ,
მზისა მპოვნელს, სხივით მავალს,
ვიცი კიდევ ვიტყვი მრავალს,
არ-შემდგარი გეტყვის მთავარს:
ცეცხლო, მოუფრთხილდი მაგ ალს,
კოხტად სხივთმომფენს, ცად მაღალს.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →