შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ჟურნალი, რომელიც კითხვისას იზრდება
ჩანაწერი Laravel

იასამანი

ფიქრები თან მდევს, დამყვება,
მე კი ფურცელზე გადმომაქვს,
კითხვა მიჩნდება, თან მყვება,
შენდამი გრძნობა რატომ მაქვს?

შესაძლოა იმიტომ, რომ
მზის ყვავილი ხარ, ნატიფი,
შესაძლოა იმიტომ, რომ
ღვთის გზავნილი ხარ, ნაფიქრი.

ვიცი ყვავილს უნდა მორწყვა,
და არა ფესვებს მოწყვეტა.
ცეცხლო, ჩემს არსს ასე რომ წვავ,
გულს არ ასვენებს მოწყენა,

ფიქრს რომ რითმით მირევს.
გულს მოცულს წყვდიად-სამარით
მინათებს, ვით ცეცხლი გმირებს,
ჩემი მზის იასამანი.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →