შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

ტაიჭის ჭენება

ნამდვილად არის დამდგარი დრო ვერაგი
თუ კი, "მირბის, მიმაფრენს ჩემი მერანი"?
ვეღარ ჩერდება ჩემი ფიქრთა მელანი,
თვალდაგულდაბინდულნი რომ ვართ ყველანი.

რა ვუყო, რომ ისევ ვერ "ვპოვე ტაძარი",
ჩემი გონება მოცულია ხანძარით,
უიმედობა რომც შეიქნას დამწვარი,
კვალად მაინც დარჩება შრამი ნამწვავის.

ოდეს რომც ვთქვა, "სატრფოვ, მახსოვს თვალნი შენნი",
კედლად დამხვდნენ "ბაგენი მდუმარენი",
შეიძლება კიდეც დაახრჩოს მორევნში
ემოციის ტალღამ ფიქრში მცურავენი.

"თვალებში მშვენიერს, ვეტრფი მე ცისა ფერს"
მხოლოდ დიდებას რომ გეტყვი მე, ვითა ღმერთს.
"ფიქრნი მტკვრის პირას" მავსებდეს ხედვითა ბევრს,
იქნებ გავებრძოლო ცხელ მზეს, ვინცა მრევს.

და რომ კაცი ბასრი სიტყვითაც დაიჭრის,
ზოგჯერ თურმე,უსიტყვოდ, დუმილი მაინც ჭრის
გრძნობას უძიროს მსგავსად რიწისნაირ ჭის.
მე ხომ არც კი ვიცი ჭენება ტაიჭის.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →